განაცხადების მიღება: გასვლითი კონფერენცია/სამუშაო შეხვედრა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის
ივ.
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი წარმოგიდგენთ
გასვლით კონფერენცია/სამუშაო შეხვედრას
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური აცხადებს განაცხადების მიღებას გასვლით კონფერენცია/სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციაში მონაწილეობის მიიღება შეუძლია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს. კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 18 მომხსენებელი. მოხსენებები შეიძლება ეხებოდეს სამეცნიერო კვლევებს, აგრეთვე პრობლემურ საკითხებს მართვის, სერვისის, საზოგადოდ, ფაკულტეტის განვითარებასთან დაკავშირებულ სფროებში.
გასვლითი კონფერენცია/სამუშაო შეხვედრა გაიმართება ქუთაისში 13-14 ოქტომბერს.გასვლით კონფერენცია/სამუშაო შეხვედრას ფინანსურად უზრუნველყოფს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი.
გთხოვთ , შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : dimitri.chubinidze@tsu.ge.
მეილის სათაურის ველში და რეგისტრაციის ფორმის სახელწოდების ველში უნდა განთავსდეს ინფორმაცია შემდეგი ფორმულირებით : მომხსენებლის გვარი , ქვედა ტირე , გასვლითი კონფერენცია , ქვედა ტირე , 2018. მაგ . უზნაძე _ გასვლითი კონფერენცია _2018
სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 1 სექტემბერიორგანიზატორი: თსუ ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტი
ორგანიზაციული უზრუნველყოფა : ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განავითარების სამსახური
საკონტაქტო პირი : დიმიტრი ჩუბინიძე dimitri.chubinidze@tsu.g e
« იხ. ყველა სიახლე