2017-12-07

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების დოკუმენტების წარმოდგენის ვადები:
დოკუმენტები მიიღება 2017 წლის 8 დეკემბრიდან 2017 წლის 12 დეკემბრის  ჩათვლით,  10:00 - 17:00 საათამდე, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 
მისამართი: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №11 (თსუ მე- 3 კორპუსი, ოთახი № 107 ). აპელაციის ვადები: 2017 წლის 13 დეკემბერი 12:00-17:00 საათმადე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა  უნდა წარმოადგინოს კონკურსში მონაწილეობის შესახებ  განაცხადის ფორმაში არსებული დოკუმენტები.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა : 
• განცხადება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის სახელზე (განაცხადის ფორმა);
•პირადობის მოწმობის ასლი;  
•  სამეცნიერო, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტები  (ასეთის არსებობის  შემთხვევაში, წინა სემესტრის პერიოდში, იგულისხმება ადმინისტრაციული რეგისტრაციის დაწყებიდან, მომდევნო სემესტრის დაწყებამდე პერიოდი);
•გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ასლი,  (ასეთის არსებობის შემთხვევაში,  წინა სემესტრის პერიოდში, იგულისხმება  ადმინისტრაციული რეგისტრაციის დაწყებიდან, მომდევნო სემესტრის დაწყებამდე პერიოდი);
•,,საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი;  

 


Print

« იხ. ყველა სიახლე