2016-07-18

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება


  1. გაცნობებთ, რომ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება გაიმართება 22 ივლისს, 18.00 საათზე თსუ პირველი კორპუსის ეზოში. მანტიები გაიცემა ფაკულტეტებზე (თქვენს მიერ გამოყოფილ ოთახებში) 20 და 21 ივლისს 10.00 საათიდან 18.00 საათამდე, 22 ივლისს, 10.00 საათიდან 15.00 საათამდე. ინფორმაცია ამის შესახებ დაიდება თსუ ვებგვერდზე, ფეისბუქის გვერდზე, დაეგზავნებათ კურსდამთავრებულებს SMS.TSU.Ge-ზე.
  2. გიგზავნით ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიებაზე რეგისტრირებულთა სიას. მანტიები გაიცემა ამ სიის მიხედვით. ამავე დროს, მანტიების გატანის საშუალება უნდა მიეცეთ იმ სტუდენტებს, რომელთაც წინა სემესტრში დაამთავრეს უნივერსიტეტი (დააგროვეს 240 კრედიტი) და იმათაც, რომლებიც მომავალ სემესტრში დააგროვებენ  240 კრედიტს, რადგან მათ სხვა დროს ვერ მიეცემათ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის საშუალება.
  3. გთხოვთ, მანტიების გაცემისას კურსდამთავრებულებს მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ მანტიების (კომპლექტის) დაუბრუნებლობის შემთხვევაში ისინი ვერ აიღებენ დიპლომს, რადგან მათი მონაცემები გადაეცემა სასწავლო დეპარტამენტს.
  4. გიგზავნით, აგრეთვე, ფორმას, რომელიც უნდა შეივსოს მანტიების გაცემა-დაბრუნებისას. ღონისძიების დასრულების შემდეგ ეს ფორმები უნდა დაასკანეროთ და შეინახოთ. მატერიალური პასუხისმგებლობა მანტიების გაცემა-დაბრუბებაზე ეკისრება ფაკულტეტს.

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიებაზე რეგისტრირებულთა სია
მანტიების გაცემა-დაბრუნების ფორმა
Print

« იხ. ყველა სიახლე