2016-02-09
ესეების კონკურსი
თსუ-ს ფსიქოლოგიისა
და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს ესეების კონკურსს
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ საგანი – "კარიერის განვითარება და მენეჯმენტი" და სამაგისტრო პროგრამის – შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია – მაგისტრანტებს.
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს მოკლე ესეების კონკურსს თემაზე: "რა არის ჩემთვის წარმატებული კარიერა".
გამოვლინდება 4 საუკეთესო ესე, რომელთა ავტორებსაც ფაკულტეტი დაუფინანსებს ზამთრის სკოლას ბაკურიანში.
ზამთრის სკოლა იმართება სოციალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით თემაზე: “რა შეგიძლია, როცა კარიერა შენს ხელშია”.
ზამთრის სკოლაში სტუდენტებს სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებებში მონაწილეობასთან ერთად, საშუალება ექნებათ იმსჯელონ ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
- რა არის კარიერა;
- გლობალიზაციის გავლენა კარიერაზე;
- თვითშემეცნება და მისი გავლენა კარიერაზე;
- შრომის ბაზრის შესწავლა;
- კარიერის დაგეგმვა;
- სამუშაოს მოძიების ეფექტური გზები;
- როგორ შევიქმნა სწორი იმიჯი;
- იმიჯის ჩამოყალიბების სტრატეგიები.
ზამთრის სკოლა გაიმართება 19-22 თებერვალს ბაკურიანში. მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატი.
ესეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 12 თებერვლის 18:00 საათამდე გამოგზავნეთ ესე თემაზე: "რა არის ჩემთვის წარმატებული კარიერა" ელ-ფოსტაზე: career@tsu.ge
ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას. სათაურის ველში მიუთითეთ „ესეების კონკურსი“. ესეებს შეაფასებს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კომისია.
გისურვებთ წარმატებებს!
« იხ. ყველა სიახლე