2015-09-12

შეხვედრა პირველსემესტრელ სტუდენტებთან


2015 წლის 14 სექტემბერს, 13:00 საათზე, თსუ III კორპუსის ეზოში, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი პირველსემეტრელ ახალჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდება.

სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი პროფესორი თამარ გაგოშიძე.

სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

გთხოვთ მობრძანდეთ!
Print

« იხ. ყველა სიახლე