ბეჭდვა |/ დახურვა |
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური აცხადებს 2020 წლის გაზაფხულის სემესტრის ფსიქოლოგიის კოლოკვიუმში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას.
ზოგადი ინფორმაცია
ფსიქოლოგიის კოლოკვიუმი (Psychocoll) არის თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო მოხსენებათა ყოველსემეტრული სერია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური.
კოლოკვიუმის მიზანია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაცნობა/პოპულარიზება და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში დოქტორანტურის სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა. ამასთანავე, კოლოკვიუმი ღიაა ფსიქოლოგიასა და მომიჯნავე სფეროებში მოღვაწე მკვლევრებისათვის, რომელთა კვლევითი ინტერესებიც ეხება ფსიქოლოგიის აქტუალურ სამეცნიერო პრობლემატიკას.
ფსიქოლოგიის კოლოკვიუმი იმართება ყოველ სამშაბათს 16:00 საათზე. მისამართი: თსუ, III კორპუსი, აუდიტორია #025.
დასწრება თავისუფალია. კოლოკვიუმის ფორმატი ითვალისწინებს სამეცნიერო დისკუსიას.
მოთხოვნები