ნეიროფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი – წერეთელი წარმოადგენს 2015 წლის მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი გრანტების კონკურსში დაფინანსებული პროექტის ანგარიშს – თვითსტიგმატიზაციის ფენომენი ეპილეფსიის მქონე მოზარდებთან.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ეპილეფსიის მქონე მოზარდებთან თვითსტიგმატიზაციის ფენომენის სპეციფიკის შესწავლა და, ამ მიზნით, თვითსტიგმატიზაციის სუბიექტური სურათის გამოვლენა და აღწერა, ეპილეფსიის აღქმის კულტურული კონტექსტის თავისებურებების ანალიზი, დეპრესიის ხარისხის დადგენა და გენდერული სხვაობების გამოვლენა, აგრეთვე თვითსტიგმატიზაციაზე გულყრების გავლენის შესწავლა.
კვლევა ჩატარდა ფსიქოსემანტიკური ექსპერიმენტის გამოყენებით, რამაც ეპილეფსიის მქონე მოზარდთა სუბიექტური სემანტიკური ველის რეკონსტრუირების შესაძლებლობა შექმნა. მოცემული კვლევა პირველი ნაბიჯია სტიგმის გასაზომი ინსტრუმენტის შესაქმნელად.
#facebookevent