2018-06-18
ნელი მერაბიშვილის დისერტაციის დაცვა
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტი წარმოგიდგენთ
სადისერტაციო ნაშრომის დაცვას
ნელი მერაბიშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი
დეპარტამენტიფსიქოლოგია
სადოქტორო პროგრამაორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება
თარიღი და დრო21.06.2018. 17:00 საათი. თსუ 1–ლი კორპუსი, აუდიტორია #07
აღწერა
დისერტაციის სახელწოდება:„სტუდენტთა ჩართულობა უმაღლესი განათლების ხარისხის მართვაში“
აბსტრაქტითანამედროვე უმაღლესი განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში სტუდენტთა ჩართულობა. სტუდენტთა ჩართულობას განიხილავენ, როგორც სტუდენტთა და საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვა რესურსების ურთიერთქმედებას სასწავლო შედეგების ზრდისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებისთვის.
ნაშრომში შესწავლილია საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების ხარისხის მართვისა და მისი ორგანიზაციული განვითარების პროცესში სტუდენტთა ჩართულობის ფაქტორები და აღნიშნული პროცესისადმი სტუდენტებისა და დაწესებულებების დამოკიდებულებები. კვლევის ფარგელბში ჩამოყალიბდა ჰიპოთეზა - თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების ხარისხის მართვისა და მისი ორგანიზაციული განვითარების პროცესში სტუდენტთა ჩართულობა იწვევს სტუდენტთა მხრიდან საკუთარი უნივერსიტეტის განათლების ხარისხით კმაყოფილების დონის ამაღლებას.
კვლევაში გამოყენებულ იქნა თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები. თვისებრივი კვლევა ჩატარდა საქართველოსა და ესპანეთის სამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის მართვის სამსახურისა და სტუდენტების მონაწილეობით, ხოლო რაოდენობრივმა კვლევამ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მოიცვა. ნაშრომს საფუძვლად უდევს ხარისხის ორგანიზაციული მართვისა და მასში სტუდენტთა ჩართულობის თეორიები და წამყვან უნივერსიტეტებში არსებული პრაქტიკა. სტუდენტთა ჩართულობის კვლევა ეყრდნობა ბლუმის ტაქსონომიას, რომლის მიხედვითაც მოხდა სტუდენტთა ჩართულობის ტიპოლოგიის განსაზღვრა, კერძოდ, ჩართულობის ქცევითი, კოგნიტური და ემოციური ფაქტორების გამოყოფა.
არსებულ თეორიებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართვა არის საქმის შესრულება სხვა ადამიანების ჩართულობით, ხარისხის მართვის შემთხვევაში კი, სტუდენტების ჩართულობა იგულისხმება. თუმცა, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მასში მონაწილე სტუდენტებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შესახებ არარელევანტური წარმოდგენა გააჩნიათ, და მათ უმრავლესობას არ ჰქონია საქმიანი ტიპის კომუნიკაცია აღნიშნულ დეპარტამენტთან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დასახელებულ სტუდენტთა ჩართულობის ძირითადი ინსტრუმენტებისა და სტუდენტებისგან ინფორმაციის მიღების საშუალებებისადმი, სტუდენტების დამოკიდებულება ნეგატიური ხასიათისაა, შესაბამისად, კვლევაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორ მნიშვნელოვან რგოლს შორის კომუნიკაცია დახვეწასა და გაუმჯობესებას საჭიროებს.
აგრეთვე, ფაქტორული ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ჩართულობის ორი ტიპი: კოგნიტურ-ემოციური ჩართულობა და ქცევითი ჩართულობა. კვლევამ გამოავლინა, რომ კვლევის მონაწილე სტუდენტების ჩართულობითი აქტივობა უფრო მეტად ემოციურ-კოგნიტური ჩართულობითაა განპირობებული, ვიდრე - ქცევითით. აღნიშნული ტენდეცია დამახასიათებელია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. აგრეთვე, გამოვლინდა სტუდენტთა ჩართულობის სპეციფიკა რიგი მახასიათებლების მიხედვით. შედეგად, მოხდა ჰიპოთეზის დადასტურება, კერძოდ, სტუდენტთა ჩართულობა განაპირობებს სტუდენტების მხრიდან საკუთარი უნივერსიტეტით კმაყოფილების დონეს, შესაბამისად, რაც უფრო მაღალია სტუდენტთა ჩართულობა, მით უფრო მაღალია მათი უნივერსიტეტით კმაყოფილება.
სამეცნიერო ხელმძღვანელ(ებ)ი
- მზია წერეთელი - ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
რეცენზენტები:
- ია აფთარაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, განათლების ფსიქოლოგიის ინსტიტუტი;
- რევაზ ჯორბენაძე - ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი; თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
- Eva María Espiñeira Bellón - Universidade da Coruña; Facultade de Ciencias da Educación, Departamento de Didácticas Específicas e Métodos de Investigación e Diagnóstico en Educación.
დაცვის კომისია:
- თამარ გაგოშიძე - პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ;
- მანანა მელიქიშვილი - ასოც. პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ;
- ეკატერინე ფირცხალავა - ასოც. პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი,თსუ;
- ნინო ლაბარტყავა - ასოც. პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი,თსუ;
- თამარ აბაშიძე - ასოც. პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ;
- ირინე ჟვანია - ასოც. პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი,ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი,თსუ;
- მაყვალა ხარშილაძე - პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ევროპის უნივერსიტეტი.
« იხ. ყველა სიახლე