2018-09-26
ლადო გამსახურდიას სამეცნიერო პროექტის წარმატება
აღნიშნული ინოვაცია სტატიის სახით გამოქვეყნდა ჟურნალში “კულტურა და ფსიქოლოგია”, რომელიც ფსიქოლოგიის სფეროში მხოლოდ თეორიულ ინოვაციებს აქვეყნებს და ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე წონად სამეცნიერო გამოცემას წარმოადგენს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი ფსიქოლოგი ქართული უნივერსიტეტის სახელით, ერთი ავტორის სტატუსით, ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში აქვეყნებს ინოვაციურ თეორიულ ნაშრომს.
გასათვალისწინებელია, რომ თეორიული ინოვაცია ამ პროექტით გათვალისწინებული არ იყო. აღნიშნული ცნების თეორიული დამუშავება მკვლევრის შემოქმედებითი მიდგომის შედეგია. ამჟამად პროექტის ფარგლებში მზადდება ახალი მასალები და იგეგმება მათი გამოქვეყნება ამჯერად ემპირიული კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემთა საფუძველზე.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
« იხ. ყველა სიახლე