2015-09-30

პირველსემესტრელ მაგისტრანტთა საყურადღებოდ


  1. თუ მაგისტრანტს ჩაბარებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მისი დაფინანსება ხორციელდება აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს შორის განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად. პრიორიტეტის დადგენის მიზნით, შესაბამისი წლის 10 ოქტომბრამდე მაგისტრანტი ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად.
  2. ცენტრში 10 ოქტომბრამდე მაგისტრანტის მიერ პრიორიტეტის დადგენის მიზნით, განცხადების წარუდგენლობისას, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხორციელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში განხორციელდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე.
  3. თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა.შ. მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.
  4. მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 10 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი. განცხადების წარუდგენლობისას მაგიტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
Print

« იხ. ყველა სიახლე