ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-12-19

ვორქშოპი: სამოქალაქო განათლება ახალ დემოკრატიებში

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14:30 საათზე (აუდიტორია 106, მე–3 კორპ.) გაიმართება ვორქშოპი თემაზე „სამოქალაქო განათლება ახალ დემოკრატიებში – საჯარო სივრცეების განვითარება -  პოლონეთის გამოცდილება“, რომელსაც გაუძღვებიან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი,  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნინო ჩახუნაშვილი და განათლების მეცნიერებათა დოქტორი ინა ბარათაშვილი.

 

ვორქშოპი ტარდება  ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ERASMUS+- ის პროექტის "კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების  ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში" (CURE) სპეციალური მობილობის  ფარგლებში პოლონეთში იაგელონიის უნივერსიტეტში გავლილი ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მიხედვით.

 

მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:

—   საჯარო სივრცეები და მათი მნიშვნელობა მასწავლებელთა ტრენერთათვის ახალ და ძველ დემოკრატიებში

—   სოციალური   და სამოქალაქო აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო   მეთოდები   და ინსტრუმენტები   საჯარო სივრცეების   განვითრების ხელშესაწყობად

Print

« იხ. ყველა სიახლე