ბეჭდვა |/ დახურვა |
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 2019 წელს სასიამოვნო სიახლეებით ხვდება. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო აქტივობის შემდეგ, წლის დასასრულიც განსაკუთრებულად ნაყოფიერი აღმოჩნდა. თსუ ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სახელით შ. რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო პროგრამების გამარჯვებული 6 სამეცნიერო პროექტი გახდა . აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მონაცემებით, ხსენებულ საგრანტო პროგრამებით ფსიქოლოგიის სფეროში დაფინანსებული პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ თსუ ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტებზე ნაწილდება. დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ცხრილში.
პროექტის შიფრი | პროექტის სახელწოდება | ავტორი | დეპარტამენტი | პროგრამა | ხელმძღვანელი | ინსტიტუტი |
PHDF‐18‐628 | სოციალური ქსელების გავლენა სუბიექტური კარგად ყოფნის განცდაზე | ნინო გუგუშვილი | ფსიქოლოგია | პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიული კვლევები | ლილი ხეჩუაშვილი, ასოცირებული პროფესორი | პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების ინსტიტუტი |
PHDF‐18‐1532 | ხასიათის სიმტკიცეები : პიროვნული აშლილობის გაგების ნათელი მხარე | თამარ ქამუშაძე | ფსიქოლოგია | პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიული კვლევები | ხათუნა მარწყვიშვილი, ასოცირებული პროფესორი მაია მესტვირიშვილი, ასოცირებული პროფესორი |
პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების ინსტიტუტი |
PHDF‐18‐1832 | ე მიგრაციის გამოცდილება : ორაზროვანი დანაკარგისა და ფსიქიკური მედეგობის ურთიერთმიმართება | მარიამ ოდილავაძე | ფსიქოლოგია | პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიული კვლევები | ხათუნა მარწყვიშვილი, ასოცირებული პროფესორი ლილი ხეჩუაშვილი, ასოცირებული პროფესორი |
პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების ინსტიტუტი |
PHDF‐18‐1222 | ბედისწერა – ქართული კულტურული მოდელი | თამარ ჩხაიძე | ფსიქოლოგია | ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური) | ლალი სურმანიძე, პროფესორი | კოგნიტური და კლინიკური ნეიროფსიქოლოგია |
PHDF‐18‐615 | პრობლემური ქცევისადმი მოწყვლადობის ფსიქოსოციალური ფაქტორები ქართველ მოზარდებში | თინათინ ბანძელაძე | ფსიქოლოგია | გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია | ლუიზა არუთინოვი, ასოცირებული პროფესორი | პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების ინსტიტუტი |
YS-18-2025 | კატეგორიული და შედეგობრივი მორალური მსჯელობა: ემოციების როლი | ნათია მესტვირიშვილი | ფსიქოლოგია | ახალგაზრდა მეცნიერი | ხათუნა მარწყვიშვილი, ასოცირებული პროფესორი | პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების ინსტიტუტი |
წყარო 1. 2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგები
წყარო 2. 2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტების კონკურსის შედეგები