2016-03-28
2 აპრილი - აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე
2 აპრილი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ეს დღე უკვე მერვე წელია, რაც აღინიშნება. მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აუტიზმის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი მაქსიმალური ინტეგრირება საზოგადოებაში.
პარასკევს, 1 აპრილს 15:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების სსიპ „ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ბაზაზე გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენელები. მათ შორის: დღის ცენტრები, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლები; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მერიის ჯანდაცვისა და სოც.მომსახურების სამსახურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლობა, სხვადასახვა უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები (რომლებიც იკვლევენ აუტისტურ სპექტს), ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თამშრომლები, სოციალურ მუშაკთა ასოციაცია და აღნიშნული თემით დაინტერესებული სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
შეხვედრა 2 საათს გასტანს და მის მთავარ მიზანს რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს, რომლებიც შემდგომში გამოყენებული იქნება საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტების წარსადგენად.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით :
ფატი მუმლაძე
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა
ინტეგრაციის სამსახურის უფროსი
ტელ: 599-85-91-37 ან 2-30-02-03 (121)
ელ.ფოსტა: pmumladze@cync.ge
მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 76ბ
« იხ. ყველა სიახლე