ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-09-13

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017


23 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს ორგანიზებით იმართება „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017” .

ფესტივალის მიზანია, ერთის მხრივ, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მეორეს მხრივ, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია. მეცნიერებაში ინოვაციური მიდგომების წახალისება და დანერგვა, მკვლევართა მოტივაციის გაზრდა. ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით. ფესტივალი ხელს შეუწყობს ფართო საზოგადოებისათვის ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას.

ფესტივალის ფარგლებში,  თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი წარმოგიდგენთ რამდენიმე ღონისძიებას.

გთხოვთ, იხილოთ ღონისძიებების განრიგი.











Print

« იხ. ყველა სიახლე