2018-09-12

ვორქშოპი: ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო კურსების შექმნის, სწავლებისა და შეფასების პროცესში – ესტონეთის გამოცდილება


მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14:00 საათზე (აუდიტორია 106, მე–3 კორპ.) გაიმართება ვორქშოპი თემაზე „ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო კურსების შექმნის, სწავლებისა და შეფასების პროცესში – ესტონეთის გამოცდილება“, რომელსაც გაუძღვებიან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი და მარინე გოგნელაშვილი.

ვორქშოპი ტარდება  ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ERASMUS+- ის პროექტის "კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების  ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში" (CURE) სპეციალური მობილობის  ფარგლებში ესტონეთის ტალინის უნივერსიტეტში გავლილი ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მიხედვით.

 

მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:

  • ღია საგანმანათლებლო პრაქტიკები ტალინის უნივერსიტეტში/Open Educational Practices at Tallinn University
  • სტუდენტთ და აკადემიური პერსონალის ციფრული კომპეტენციები უსდ-ში/ Digital competencies of students and academic staff in HE.
  • ტექნოლოგიების გამოყენება განათლებაში/Use of technology in education
  • ახალი ინსტრუმენტები სასწავლო პლატფორმებში /New Tools in Learning Management Systems

Print

« იხ. ყველა სიახლე