სტუდენტების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა
სტუდენტების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი დ აა(ა)იპ ,,ერთად ერთისთვის’’ უნივერსიტეტის სტუდენტებს უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას/კონსულტაციას სთავაზობს.
ამ მომსახურების ფარგლებში უკვე მივიღეთ 20-მდე სტუდენტი, მათ კვალიფიციური მომსახურება გაუწიეს ა(ა)იპ ,,ერთად ერთისთვის" ფსიქოლოგებმა.
მომსახურება განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ შფოთვა, დაქვეითებული გუნებ-განწყობა, უჭირთ სხვადასხვა
სახის სტრესთან გამკლავება (მაგალითად, სირთულეები სოციალურ სიტუაციებში, ინტერპერსონალურ ურთიერთობებში), შიშები და სხვ.
კონსულტაცია ითვალისწინებს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ შეხვედრებს.
კონსულტაციების ჩატარების ადგილი:
თსუ-ს მე-3 კორპუსი.
დაინტერესების შემთხვევაში,
დაგვიკავშირდით ნომერზე 555 16 33 55
« იხ. ყველა სიახლე