2019-06-18
სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე
27 ივნისს 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა დ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეზესამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეზე ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ გაგოშიძე, სამეცნიერო და სასწავლო სამსახურის წარმომადგენლები, ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, ასევე ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები პირადად შეხვდებიან დაინტერესებულ პირებს, გააცნობენ ინფორმაციას პროგრამაზე სწავლების, საფაკულტეტო აქტივობების, სამეცნიერო საქმიანობის და სხვა საკითხების თაობაზე, ასევე მაგისტრანტობის მსურველებს მიაწოდებენ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას სამაგისტრო პროგრამების შესახებ.
შეხვედრაზე დამსწრეებს მიეწოდებათ ინფორმაცია შემდეგი სამაგისტრო პროგრამების შესახებ:
- განათლების ფსიქოლოგია და კვლევა
- შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია
- გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია
- ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია
- იურიდიული ფსიქოლოგია
- ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 11 თსუ III კორპუსი, აუდიტორია 106
დასაწყისი: 15:00 საათზე
დასწრება თავისუფალია
« იხ. ყველა სიახლე