ცხადდება ნაშრომების მიღება დოქტორანტთა კონფერენციისათვის
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018–ის ფარგლებში წარმოგიდგენთ
დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენციას
„ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები: ახალგაზრდა მეცნიერთა (დოქტორანტთა) კვლევითი გამოცდილება“
28 სექტემბერი, 2018
კონფერენციის შესახებ
კონფერენციის მიზანია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა სფეროში ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, თავმოყრა და გაზიარება, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება.
სამუშაო სექციები
- ფსიქოლოგია
- განათლების მეცნიერებები
მოთხოვნები
დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი
სამუშაო ენა
ქართული
პუბლიკაცია
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების აბსტრაქტები გამოქვეყნდება ელექტრონული ბროშურის სახით , რომელსაც მოამზადებს თსუ გამომცემლობა .
აბსტრაქტები
შრიფტი: ქართული აბსტრაქტისათვის arial geo უნიკოდი. ინგლისური აბსტრაქტისათვის Times New Roman. შრიფტის ზომა:10, სტრიქონთაშორისი ინტერვალი:1, სიტყვების რაოდენობა: მაქსიმუმ 350 სიტყვა.
მნიშვნელოვანი თარიღები
აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა: 29.07.2018
აბსტრაქტების მიღების დამადასტურებელი შეტყობინების გაგზავნის თარიღი: 31.07.2018
კონფერენციის მსვლელობა
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
ილია ჭავჭავაძის გამზ. 11, მე-3 კორპუსი 0179 თბილისი, საქართველო
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dimitri.chubinidze@tsu.ge.
მეილის სათაურის ველში და რეგისტრაციის ფორმის სახელწოდების ველში უნდა განთავსდეს ინფორმაცია შემდეგი ფორმულირებით: მომხსენებლის გვარი, ქვედა ტირე, კონფერენცია, ქვედა ტირე, 2018. მაგ. უზნაძე_კონფერენცია_2018
ორგანიზატორი
თსუ ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განავითარების სამსახური
მისამართი : თსუ III კორპუსი , ი . ჭავჭავაძის გამზ ., N11
საკონტაქტო პირი: დიმიტრი ჩუბინიძე dimitri.chubinidze@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე