2015-10-16
INNOVATIONS LAB
ბანკი რესპუბლიკა წარმოგიდგენთ პროექტს
INNOVATIONS LAB
ორშაბათს, 19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, II კორპუსის 402-ე აუდიტორიაში ბანკი რესპუბლიკა სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
INNOVATIONS LAB სპეციალურად თქვენთვის შეიქმნა და მიზნად ინოვაციური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის წახალისებას ისახავს. თქვენ სხვადასხვა ფაკულტეტებზე, სხვადასხვა მიმართულებით სწავლობთ, მაგრამყოველი თქვენგანი სარგებლობს საბანკო მომსახურებით, იცნობს სოციალურ ქსელებს თუ სხვადასხვა აპლიკაციებს. ხშირად ისმენთ და კითხულობთ ბანკების აქციებისა და სხვადასხვა შეთავაზების შესახებ, გაინტერესებთ, თუ რაპროცესების შედეგად იქმნება საბანკო პროდუქტები და ყალიბდება კონკრეტულ შეთავაზებად.
„ბანკი რესპუბლიკა“ ამ პროცესში ჩართვის უნიკალურ შანსს გაძლევთ! ჩვენი მიზანია, თქვენი - ახალგაზრდა თაობის კრეატიული აზროვნება, იდეები, ბიზნესპროცესების თქვენებური ხედვა, თავისუფალი აზრები, ფანტაზია არდარჩეს მხოლოდ მეგობრების წრეში გამართულ საუბრებად, თქვენს ბლოგებზე ან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებად და სტატუსებად და ისინი პროფესიონალებმა მოისმინონ, დააფასონ და გაითვალისწინონ
„ბანკი რესპუბლიკა“ გიწვევთ ორდღიან „ბრეინშტორმინგზე“ ტრენინგცენტრში. შეხვედრას გაუძღვებიან მოდერატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული მონაწილის მიერ თავის სათანადოდ წარმოჩენას. შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა საჩუქარი და სერტიფიკატი. გამორჩეული იდეების ავტორები კი დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით: Macbook Air, Nexus 6, Amazon Kindle Paperwhite
დაინტერესდით?
გთხოვთ, 31 ოქტომბრამდე შეავსოთ შემდეგი აპლიკაციის ფორმა
ჩვენ გავეცნობით თქვენს განაცხადს და დაგიკავშირდებით
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: INFO@REPUBLIC.GE და მობრძანდეთ თსუ-ში შეხვედრაზე
#research&development
« იხ. ყველა სიახლე