2018-06-01

გახდი ,,განათლების მეცნიერებების” სადოქტორო პროგრამის სტუდენტების მიერ ინიცირებული პროექტის „ინტერდისციპლინური კვლევების ლაბორატორია თსუ-ის სტუდენტებისთვის“ მონაწილე;

გახდი ,, განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის სტუდენტების მიერ ინიცირებული პროექტის „ინტერდისციპლინური კვლევების ლაბორატორია თსუ-ის სტუდენტებისთვის“ მონაწილე;

პროექტის მიზანია თსუ-ის სადოქტორო პროგრამების სტუდენტთათვის საუნივერსიტეტო ინტერდიცსიპლინური   კვლევითი   სივრცის შექმნა, რომლის ფარგლებშიც ინტერდისციპლინური კვლევითი გეგმის შემუშავების პროცესში მათ კონსულტაციას გაუწევენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები.

პროექტი განხორციელდება   სამ ეტაპად:

პირველ ეტაპი -  2 დღიანი შეხვედრა  

29 ივნისი - თსუ-ის პირველი კორპუსი - ინფორმაციული/გაცნობითი შეხვედრა. თსუ-ის აკადემიური წრის წარმომადგენლები ისაუბრებენ ზოგადად პროექტის მნიშვნელობის შესახებ, მიზნებსა და შესასრულებელ ამოცანებზე. სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები პროექტის მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ კვლევით გამოცდილებას.

30 ივნისი - თსუ-ის მესამე კორპუსი პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ინდერდისციპლინური კვლევითი პროექტის განხორციელების  თავისებურებებს. ექსპერტთა დახმარებით მოხდება ჯგუფებში ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტისთვის იდეების გენერირება, დაიგეგმება მომდევნო შეხვედრისთვის შესასრულებები ამოცანები.

მეორე ეტაპზე - 13 ივლისი და 21 სექტემბერი (თსუ-ის მესამე კორპუსი ),   -

დოქტორანტები ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტის დაგეგმვის ფაზებს

განიხილავენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებთან.

პროექტის დასკვნით დღე   - 27 ოქტომბერი-თსუ-ის პირველი კორპუსი- პროექტის მონაწილეები საერთაშორისო, ადგილობრივ, აკადემიურ   ორგანიზაციებსა და პოტენციურ დამფინანსებლებს ჯგუფურად მომზადებულ ინტერდისციპლინურ კვლევით გეგმებს გააცნობენ.    

 

დაინტერესებულმა პირებმა CV, სამოტივაციო წერილი და ცნობა თსუ-ის სტუდენტის სტატუსის შესახებ გადმოაგზავნეთ არაუგვიანეს 22 ივნისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: 

megi.esebua@tsu.ge,

marine.gognelashvili@tsu.ge,

ketevan.pantsulaia@tsu.ge

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი  სერტიფიკატები, ხოლო პროექტის ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო ინტერდისციპლინური კვლევით გეგმას, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 300 ლარიანი ვაუჩერით, რომლის ფარგლებშიც საშუალება ექნებათ შეიძინონ თსუ-ის მიერ გამოცემული წიგნებით.


დამატებითი ინფორმაციისა თვის შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელ . ფოსტ ებ ზე .



 


 

Print

« იხ. ყველა სიახლე