2014-12-09

ცხადდება კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად (ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის)

პროგრამა

სახელმწიფო   სტიპენდიები   სტუდენტებს

 

2014-2015 სასწავლო   წლის   შემოდგომის   სემესტრი

 

ცხადდება " სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს “ – კონკურსში მონაწილეობის მსურველთა   საბუთების მიღება, მონაწილეობის უფლება არ აქვთ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტებს !

 

სტიპენდიის მიღების მსურველმა სტუდენტებმა ,   უნდა   წარადგინონ :

 

1) პირადი განცხადება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე ( იხილე ბმული );

 

2) პირადობის მოწმობის ასლი ;

 

3) წინა სემესტრის განმავლობაში ჩატარებულ კონფერენციებში მონაწილეობის / გამარჯვების დამადასტურებელი   სერთიფიკატის ასლი , კონფერენციის პროგრამა , ჩატარების თარიღის მითითებით .
შენიშვნა: წინა სემესტრის პერიოდში იგულისხმება, ადმინისტრაციული რეგისტრაციის დაწყებიდან (3 თებერვლიდან), მომდევნო სემესტრის დაწყებამდე (15 სექტემბრამდე) პერიოდი.

 

4) გამოქვეყნებული ნაშრომის ქსეროასლი სადაც ნაჩვენები იქნება კრებულის დასახელება , კრებულის სარჩევი ნაშრომის სათაური , გამოცემის ადგილი და პერიოდი ;

 

5) ბეჭდით დამოწმებული საბანკო რეკვიზიტი საქართველოს ბანკიდან ( ანგარიშის ნომრის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან ) პირადი სტუდენტური ანგარიშის ნომრის მითითებით .

 

6) ცნობა იმის თაობაზე, რომ სამეცნიერო ნაშრომის გამომქვეყნებელ ელექტრონულ გამოცემაში, ნაშრომის გამოქვეყნებამდე ხორციელდება რედაქტირება.

საბუთების მიღება იწარმოებს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო მომსახურების ცენტრში - თსუ III კორპუსი 107- ე ოთახი, 9-დან 12 დეკემბრის ჩათვლით 10-დან 17 საათამდე.

Print

« იხ. ყველა სიახლე