2018-11-12

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

ტრენინგი პირველკურსელთათვის!  ‼️
თსუ საკონსულტაციო ცენტრი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებს სთავაზობს 2 დღიან ტრენინგს შემდეგ თემაზე:

პერსონალური ეფექტურობის ფსიქოლოგია: მიზნების დასახვა და დროის მართვა

ტრენინგ-კურსის პროგრამა განკუთვნილია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელთათვის, რომლებიც დგანან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოწვევების და გადაწყვეტილების წინაშე, რომელთა ყოველდღიურობის უდიდესი ნაწილი დატვირთულია ინტელექტუალურ-კოგნიტური აქტივობებით, აქვთ უამრავი ინტერესი, მიზანი და სურთ რომ მოასწრონ მეტი!

თემები:
მიზნის ფსიქოლოგია, მიზნის ეფექტურად დასახვა;
კონტროლის ლოკუსი; პიროვნების ფსიქოტიპის დამოკიდებულება წარმატება/წარუმატებლობაზე;
ინდივიდის თვითაღწერითი საზომები, საწყისი მდგომარეობის განსაზღვრა;
პროკრასტინაცია, დედლაინებთან მუშაობა;
შესრულების შეფასება-მონიტორინგის მეთოდები;
დროის მართვა
წარმატებული ადამიანების დროის მართვის მოდელები;

ფორმატი:

მისამართი: თსუ, მე-3 კორპ. #201
თარიღი: 17 და 24 ნოემბერი
დრო: 16:00
ხანგრძლივობა: 3 საათი
ადგილების რაოდენობა - 20*
საფასური: ტრენინგ-კურსი უფასოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელთათვის.
კურსის წარმატებით დასრულებისას გაიცემა სერთიფიკატი.

ტრენერი: მერი ტარიელაშვილი, ფსიქოლოგი, კარიერის მენეჯმენტის სპეციალისტი.
საკონტაქტო პირი ქეთევან მოსაშვილი 577507501


*პირველი 20 დარეგისტრირებული სტუდენტი შეირჩევა ტრენინგის მონაწილედ

Print

« იხ. ყველა სიახლე