2016 წლის 8 და 9 ოქტომბერს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდება დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოში ფსიქოლოგიური მეცნიერების ფუძემდებლის, დიმიტრი უზნაძის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:
„დიმიტრი უზნაძის სამეცნიერო შემოქმედება და ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები“
კონფერენციის ორგანიზატორები
- დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაცია
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტი
- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
მხარდამჭერი ორგანიზაცია
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
საორგანიზაციო კომიტეტი
თავმჯდომარეები:
- ირაკლი იმედაძე - პროფესორი, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
- მერაბ მაღრაძე - ასოც.პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
საორგანიზაცო კომიტეტის წევრები:
- შალვა კირთაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე,ასოც. პროფესორი
- თამარ გაგოშიძე, თსუ ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
- ლალი სურმანიძე, თსუ ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი
- დიმიტრი ჩუბინიძე, თსუ ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების და განვითარების სამსახურის უფროსი
- რამაზ საყვარელიძე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი
- ზურაბ ვახანია, ანდრია პირვეწოდებულის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორი
- რობერტი გოლეთიანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ფილოსოფიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი
- აკაკი ბაკურაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა დეკანი, ასოც. პროფესორი
- ნანა შონია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი,პროფესორი
- იმერი ბასილაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი
კონფერენციის ჩატარების ადგილი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი. ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა, N 59
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ვერსია, ქართულ ენაზე, გამოყენებული ლიტერატურის სიითა და რეზიუმეებით ქართულ და ინგლისურ ენაზე
ნაშრომის წარდგენის ვადა 9–15 მაისი! დაგვიანებული ნაშრომები არ განიხილება!
საორგანიზაციო კომიტეტის მიერ კონფერენციაზე დაშვებული ნაშრომი დაიბეჭდება კონფერენციის სამეცნიერო შრომების კრებულში, რომელიც გადაეცემა მომხსენებლებს და მიეწოდება საქართველოს უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს.
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
- სტატია აკრეფილი უნდა იყოს A4 ფორმატზე, ტექსტურ რედაქტორ Word-ში
- შრიფტი Sylfaen, ინგლისური რეზიუმესათვის Times New Roman
- შრიფტის ზომა - 12
- სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15
- ფურცლის პარამეტრები (მინდორი) – 2 სმ. ყველა მიმართულებით
- ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი იწერება მუქი შრიფტით, სათაურის ზემოთ, ფურცლის ზედა მარცხენა კუთხეში. დეფისის შემდეგ, ჩვეულებრივი შრიფტით იწერება ორგანიზაცია, აკადემიური ხარისხი და თანმდებობა. 1,5 ინტერვალის შემდეგ მუქი შრიფტით იწერება ნაშრომის დასახელება, სტრიქონის შუა ნაწილში. 1,5 ინტერვალის შემდეგ იწერება 4-5 საკვანძო სიტყვა. 1,5 ინტერვალის შემდეგ იწყება ნაშრომის ტექსტი.
- ნაშრომის მოცულობა, გამოყენებული ლიტერატურის და რეზიუმეების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (რეზიუმეს მოცულება არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიმბოლოს, ხოლო გამოყენებული ლიტერატური სია 8 დასახელებას.).
- ლიტერატურის სია დალაგებული უნდა იყოს ავტორთა გვარების ანბანური რიგითობით, ჯერ ქართული დასახელებები და შემდეგ უცხოენოვანი. ტექსტში, კუთხოვან ფრჩხილში, მიეთითება წყაროს ნომერი, მძიმეს შემდეგ კი გვერდი (მაგ. [7, 23]).
- ინგლისურენოვან რეზიუმეს სრულად უნდა ახლდეს ავტორ(ებ)ის სახელი, გვარი, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა და ნაშრომის სათაური.
ნაშრომი ელექტრონული ფოსტით გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: merab.maghradze@atsu.edu.ge
საკონტაქტო პირები:
- ირაკლი იმედაძე, მობილური ტელეფონი 555 – 57 – 84 – 40, ელ.ფოსტა irimedi@yahoo.com
- მერაბ მაღრაძე, მობილური ტელეფონი 598 – 16 – 12 – 02, ელ. ფოსტა merab.maghradze@atsu.edu.ge