2019-05-02

კონკურსი დოქტორანტურაში სწავლისთვის ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად

 

 

კონკურსის მიზანი :   თსუ ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 დოქტორანტის ერთი სასწავლო სემესტრის დაფინანსება

კონკურსის სამიზნე ჯგუფი :   თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის II, III, IV, V და VI სემესტრის დოქტორანტები .

 

კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ :

  • პირველი და დამატებითი სემესტრის დოქტორანტები
  • დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებული დოქტორანტები
  • დოქტორანტები , რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური
  • დოქტორანტები , რომლებსაც სწავლის საფასური უფინანსდებათ საგრანტო პროექტის ფარგლებში
  • დოქტორანტები , რომელთა სწავლის საფასურს აფინანსებს რომელიმე ორგანიზაცია ან ფონდი


სავალდებულო დოკუმენტაცია :  

დოქტორანტმა ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები :

  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ ( იხ . დანართი 2)
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • სამეცნიერო პუბლიკაციების , განხორციელებული სამეცნიერო კვლევითი , კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი ( შევსებული დანართი  1 ში მოცემული ცხრილი) და აქტივობათა დამადასტურებელი დოკუმენტაცია . თსუ ფსიქოლოგიის კოლოკვიუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის დასადასტურებლად ცნობის წარმოდგენა არ არის სავალდებულო .
  • სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA- ის მითითებით

დოქტორანტმა ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე ( ketevan.pantsulaia@tsu.ge ,   მეილის სათაურის ველში და დოკუმენტის დასახელებაში მიუთითეთ : PhD_2019_ გვარი _ სახელი ) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტი სამეცნიერო პუბლიკაციების , განხორციელებული სამეცნიერო კვლევითი , კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი ( შევსებული დანართი 1 ში მოცემული ცხრილი ). გთხოვთ , ცხრილში მოცემულ აქტივობათა ჩამონათვალიდან წითლად შეაფერადოთ ის , რომელიც თქვენს მიერ განხორციელებული აქტივობის რელევანტურია . ინდექსირებული წყაროების შემთხვევაში აქტივობის დასახელების პუნქტში ჩასვით დამადასტურებელი ლინკი ).  

 

მარეგულირებელი დოკუმენტი :  დეკანის ბრძანება

 

საბუთების წარდგენის ვადები :   02.05.2019. – 10.05.2019.  10:00 – 17:00 საათი .   

თსუ ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარია , თბილისი , . ჭავჭავაძის გამზირი N11 ( თსუ III კორპუსი ), I სართული , ოთახი N108


Print

« იხ. ყველა სიახლე