ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-05-27

სტუდენტური პროექტი "როცა ერთმანეთს ვჭირდებით"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ  გასულ წელს მიიღო სტუდენტების ერთი ჯგუფის ინიციატივა, რაც გამოიხატებოდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მხარდაჭერის სახით მოწყვლადი ჯგუფების მოზარდების სასწავლო პროცესში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. აღნიშნული გამოცდილების შეძენის შემდგომ სტუდენტების ჯგუფის საქმიანობამ მიიღო ორგანიზებული ფორმა პროექტის ,,როცა ერთმანეთს ვჭირდებით“ სახით. 

სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის სურვილია, რომ აღნიშნულმა პროექტმა მიიღოს უფრო მასშტაბური სახე, მოიზიდოს მეტი სტუდენტი და პროექტში ჩაერთოს მეტი უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. 
დასაწყისისთვის შეირჩა სსიპ ქალაქ თბილისის N31 საჯარო სკოლა, სადაც მნიშვნელოვანი რაოდენობის სოციალურად დაუცველი მოსწავლე იღებს განათლებას. 

პროექტით დაინტერესებების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ლელა გაფრინდაშვილს (ტელ: +995 322 200 220 (შიდა 1431), მობ: +995 593241198; ელფოსტა: lgaprindashvili@mes.gov.ge). იხილეთ   სააპლიკაციო ფორმა და დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ დანართი 1  დანართი 2
Print

« იხ. ყველა სიახლე