განაცხადების მიღება: ფსიქოლოგიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ფსიქოლოგიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენცია ში
„ ფსიქოლოგია საქართველოში 101 წლისაა “
12 აპრილი , 201 9
კონფერენციის შესახებ
1918 წელს საქართველოში იხსნება პირველი ქართული უნივერსიტეტი და მაშინვე დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით, იხსნება ფსიქოლოგიის კათედრა. 1923 წლიდან კათედრასთან არსებობს ფსიქოლოგიური ლაბორატორია, რომლის ბაზაზე იქმნება საყოველთაოდ ცნობილი დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია და საფუძველი ეყრება ე.წ. ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას. 1926 წელს თბილისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა თაოსნობით საქართველოში არსდება ფსიქოლოგთა საზოგადოება. საქართველოში ვითარდება ფსიქოლოგიის დარგები. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ფსიქოლოგია საქართველოში 101 წლისაა.
კონფერენცია ეძღვნება ფსიქოლოგიის საერთაშორისო დღეს. მისი მიზანია ფსიქოლოგიაში მეცნიერ-მკვლევართა შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება.
სამუშაო ენა
ქართული
პუბლიკაცია - საკონფერენციო მასალების წარდგენის ფორმატი
აბსტრაქტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
შერჩეული აბსტრაქტები გამოქვეყნდება ელექტრონული ბროშურის სახით, რომელსაც მოამზადებს თსუ გამომცემლობა.
აბსტრაქტის წარდგენის სტანდარტი: შრიფტი - ქართული აბსტრაქტისათვის arial geo უნიკოდი, ინგლისური აბსტრაქტისათვის - Times New Roman. შრიფტის ზომა:10, სტრიქონთაშორისი ინტერვალი:1, სიტყვების რაოდენობა 300-350 სიტყვა.
კონფერენციის მონაწილეებს სურვილის შემთხვევაში ექნებათ შესაძლებლობა მოხსენების ტექსტი წარმოადგინონ სტატიის სახით „ქართულ ფსიქოლოგიურ ჟურნალ ში“ გამოსაქვეყნებლად. წარდგენილი განაცხადებიდან გამოსაქვეყნებლად შეირჩევა 10 სტატია.
მნიშვნელოვანი თარიღები
აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა: კვირა, 10 მარტი, 2019 (გადავადებული)
აბსტრაქტების პანელში ჩართვის დამადასტურებელი შეტყობინების გაგზავნის თარიღი: ხუთშაბათი, 15 მარტი, 2019
კონფერენციის მსვლელობა
თსუ III კორპუსი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 1 1 , 0179 თბილისი, საქართველო
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (იხ. დანართი 1) და გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tsu.psychology@tsu.ge. მეილის სათაურის ველში მიუთითეთ: “სამეცნიერო კონფერენცია 2019 ”
საკონტაქტო პირები:
- დიმიტრი ჩუბინიძე, დოქტორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი; dimitri.chubinidze@tsu.ge
- მარიამ მანწკავა, დეკანის თანაშემწე,
mariam.mantskava@tsu.ge
ორგანიზატორები
- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
- საქართველოს პოზიტიური ფსიქოლოგიის ასოციაცია
- ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაცია
« იხ. ყველა სიახლე