2019-01-24

კვლევის შედეგების წარდგენა თემაზე:"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მხარდამჭერი სოციალური სერვისების გაუმჯობესება"

25 იანვარს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მხარდამჭერი სოციალური სერვისების გაუმჯობესების კვლევის შედეგების წარდგენა. კვლევა ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგებიან პროფესორი თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; გიგი ბრეგაძე - დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში და თამარ მახარაძე - შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. შეხვედრაზე განხილული იქნება კვლევის ძირითადი მიგნებები და გაიმართება დისკუსია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1. თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

Print

« იხ. ყველა სიახლე