ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-08-31

ცვლილება დოქტორანტურაში სწავლის საფასურთან დაკავშირებით

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (საბჭოს სხდომის ოქმი №8), 2016–2017 სასწავლო წლიდან ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის შეიცვლება სწავლების გადასახადი, კერძოდ:
  • 2016–2017 სასწავლო წელს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს განესაზღვროთ სწავლის გადასახადი სრული ოდენობით – 2250 ლარით
  • დამატებით სემესტრში მყოფი დოქტორანტების სწავლის გადასახადი მე–7 და ყოველი შემდგეგი სემესტრისათვის განისაზღვროს სემესტრში 500 ლარის, შესაბამისად, წელიწადში – 1000 ლარის ოდენობით (წინა წლებში ჩარიცხული დოქტორანტებისათვის 6 სემესტრის განმავლობაში გადასახადი უცვლელი რჩება)

Print

« იხ. ყველა სიახლე