თსუ ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო კლუბი წარმოგიდგენთ
პარასკევი, 4 დეკემბერი, 19:00 საათი /თსუ ფსიქოლოგიის კორპუსი, #304/
1. აკადემიური მიღწევა და რისკიანი სექსუალური ქცევა: კავშირი თვით-გაგებას, მიღწევას საშუალო სკოლაში და სარისკო სექსუალურ ქცევას შორის კოლეჯის ასაკის ქალებში დროის მანძილზე.
მომხსენებელი:
სოფიო ვიბლიანი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის VII სემესტრის სტუდენტი
საკონტაქტო ინფორმაცია: sophio.vibliani@gmail.com
მოხსენება შეეხება მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებულ ვლევას, რომელიც ზომავს კავშირს აკადემიურ თვით-გაგებას, აკადემიურ მიღწევასა და რისკიან სექსუალურ ქცევას შორის კოლეჯის ასაკის ქალებში გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. კავშირი აკადემიურ თვით-გაგებას, მიღწევასა და რისკიან სექსუალურ ქცევას შორის გაიზომა იერარქიული რეგრესიით, ამასთან კონტროლდებოდა სტუდენტის სოციო-ეკონომიკური სტატუსი და სასწავლო საფეხურის დონე (კლასი). შედეგებმა აჩვენა, რომ : 1)მაღალი აკადემიური შესაძლებლობის თვით-გაგება დადებით კორელაციაშია აკადემიურ უკმაყოფილებასთან. 2)აკადემიური უკმაყოფილება უარყოფით კორელაციაშია დაუცველი სექსის სიხშირესთან. 3)აკადემიური მიღწევა დადებით კორელაციაშია აკადემიურ თვით-გაგებასთან. 4)აკადემიური მიღწევა უარყოფით კორელაციაშია სექსუალურ ქცევასა და ატიტუდებთან. 5)დაბალი ქულების მქონე რესპოდენტებთან შეინიშნება სექსუალური მოთხოვნილებისა და სიხშირის დაბალი დონე. 6)თავდაუცველი სექსი და აკადემიური თვით-გაგება უარყოფით კორელაციაშია.
2. სელფ-დეტერმინაციის თეორია მხატვრულ ლიტერატურაში: ჰერმიონ გრეინჯერის მაგალითზე
მომხსენებლი:
თამარ მამულაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათელების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული
საკონტაქტო ინფორმაცია: ttamomamulashvili@yahoo.com
კვლევა ჩატარდა რაიანის და დეცის სელფ-დეტერმინიცაციის თეორიაში განსაზღვრული სელფის მადეტერმინირებელი კომპონენტების -შინაგანი მოტივაცია, გარეგანი მოტივაცია, ავტონომიურობა, კომპეტენტურობა - გამოვლენის მიზნით (რომელი კომპონენტი რა რაოდენობით ვლინდებოდა). ჰიპოთეზა იყო შემდეგი: პერონაჟის მაღალი აკადემიური მოსწრება დადებით კავშირშია შინაგან მოტივაციასთან.
გამოყენებული მეთოდია მონაცემებზე დარყდნობილი კვლევა. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა რომ პერსონაჟის სელფის დეტერმინირება ხდება უპირატესად შინაგანი მოტივაციით, ავტონომიურობით და კომპეტენტურობის მოთხოვნილებით. ასევე დადასტურდა ჰიპოთეზა, რომ პერონაჟის მაღალი აკადემიური მოსწრება დადებით კავშირშია მის შინაგან მოტივაციასთან და აღძრულია კომპეტენტურობის მოთხოვნილებით.
ნაშრომში თქვენ ნახავთ ცვლადებს შორის მიმართებებს და მცდელობას, ავხსნა თუ რითია განპირობებული ცვლადების გამოვლენას შორის მიღებული განსხვავებები. ასევე, ნაშრომში შევეცდები ავსხნა, რომ სამყარო რომელშიც მოვლენები ვითარდება, არაფიქციური საზოგადოების რელევანტურია და რომ პერსონაჟის ქცევის მადეტერმინირებელი ფაქტორები წიგნისგან განსხვავებულ რეალობაშიც მოახდენდა პერსონაჟის ქცევაზე გავლენას.
თითოეული პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება შემაჯამებელი დისკუსია
მოდერატორი: სამეცნიერო კლუბის ხელმძღვანელი, პროფ. მაია მესტვირიშვილი
#R&D