2017-10-23

კონკურსი დოქტორანტურაში სწავლისთვის ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად


კონკურსის მიზანი: თსუ ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 დოქტორანტის ერთი სასწავლო სემესტრის დაფინანსება
კონკურსის სამიზნე ჯგუფი: თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის II, III, IV, V და VI სემესტრის დოქტორანტები.

კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:
  • პირველი და დამატებითი სემესტრის დოქტორანტები
  • დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებული დოქტორანტები
  • დოქტორანტები, რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური
  • დოქტორანტები, რომლებსაც სწავლის საფასური უფინანსდებათ საგრანტო პროექტის ფარგლებში
  • დოქტორანტები, რომელთა სწავლის საფასურს აფინანსებს რომელიმე ორგანიზაცია ან ფონდი
სავალდებულო დოკუმენტაცია: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
  1. განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (იხ. დანართი 2)
  2. ავტობიოგრაფია (CV)
  3. სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (შევსებული დანართი 1 –ში მოცემული ცხრილი) და აქტივობათა დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  4. სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა
  5. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  6. ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით
საბუთების წარდგენის ვადები : 23.10.2017 – 30.10.2017. 10:00 – 17:00 საათი.  

თსუ–ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარია, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N11 (თსუ–ს III კორპუსი), I სართული, ოთახი N115

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  #126/01-01 (29.07.2015) ბრძანება

დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესი
დანართი 1
დანართი 2
Print

« იხ. ყველა სიახლე