2017-12-05

გაერთიანებული სემინარი ალბათობასა და სტატისტიკაში

11 დეკემბერს, 16:00 საათზე, თსუ მე-11 კორპუსში, აუდიტორია #421 ჩატარდება  გაერთიანებული სემინარი ალბათობასა და სტატისტიკაში
                                                                 
მომხსენებელი: თეიმურაზ ცაბაძე   (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,  პროფესორი)

თემა: „ფაზი სიმრავლეთა სასრული ერთობლიობის შეთანხმებულობის მაჩვენებელი“.

ანოტაცია: აქსიომატური მიდგომის საფუძველზე შემოტანილია ფაზი სიმრავლეთა სასრული ერთობლიობის შეთანხმებულობის მაჩვენებლის ცნება. ნაჩვენებია ამ  მაჩვენებელის წარმოდგენის ერთადერთობა ფაზი სიმრავლეთა მეტრიკულ მესერზე. მოყვანილია გარკვეული ტიპის ფაზი სიმრავლეებს შორის მანძილის შეფასება.  მოცემულია ფაზი სიმრავლეთა სასრული ერთობლიობის შეთანხმებულობის შემოთავაზებული მაჩვენებლის პრაქტიკული მაგალითები.

Print

« იხ. ყველა სიახლე