2016-05-06
ქიმიის მიმართულებაზე 2016 წლის
25 მაისს 135-ე აუდიტორიაში 14:00 საათზე ჩატარდება სტუდენტთა მესამე Workshop
მონაწილეობის მიღება შეუძლია ქიმიის მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სასწავლო პროგრამების სტუდენტებს.
მონაწილეობისათვის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
1. მომხსენებლის სახელი, გვარი, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ელექტრტონული ფოსტის მისამართი.
2. მოხსენების დასახელება.
3. მეცნიერ–ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური თანამდებობა, ან სამეცნიერო ხარისხი.
რეგისტრაცია: 2016 წლის
22 მაისის ჩათვლით მარინა ქარჩხაძესთან
marina.karchkhadze@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე