2017-09-29
9 ოქტომბერს 16:00 საათზე, თსუ მე-11 კორპუსის აუდიტორია #421-ში გაიმართება გაერთიანებული სემინარი ალბათობასა და სტატისტიკაში.
ხელმძღვანელები: ელიზბარ ნადარაია (თსუ, მათემატიკის დეპარტამენტი, ი. ვეკუას სახ. გამ. მათემატიკის ინსტიტუტი),
მიხეილ მანია (თსუ, ა.რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი; ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი),
ვახტანგ კვარაცხელია (სტუ, ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი; სოხუმის უნივერსიტეტი),
სწავლული მდივანი: ომარ ფურთუხია (თსუ, მათემატიკის დეპარტამენტი; ა.რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი)
მომხსენებელი: რევაზ თევზაძე (ვლ. ჭავჭანიძის კიბერნეტიკის ინსტიტუტი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, პროფესორი)
თემა: „სარგებლიანობის მაქსიმიზაციის ამოცანა და სტოქასტურ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემები“.
ანოტაცია: მოყვანილია საშუალო სარგებლიანობის მაქსიმიზაციის ამოცანის ამოხსნის წარმოდგენა პირდაპირი და შექცეული სტოქასტურ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის ამოხსნის საშუალებით.
« იხ. ყველა სიახლე