ოთხშაბათს, 25 სექტემბერს, 15:00 საათზე ფიზიკის მცირე აუდიტორიაში (თსუ II კორპუსის #227 აუდიტორია) ჩატარდება სამეცნიერო სემინარი.
მოხსენების თემა: "არაერთგვაროვნებით წარმოქმნილი ტალღები და არაერთგვაროვნებით წარმოქმნილი ტალღების გავლენა მზის, მაგნეტოსფერის, იონოსფეროს და ლაბორატორიული პლაზმის დინამიკაში"
მომხსენებელი: ედიშერ კაღაშვილი, PhD., Live Science and Technologies
ანოტაცია: ტალღები დიდ როლს თამაშობენ პლაზმაში ისეთ ფუნდამენტალ პროცესებში როგორიცაა ენერგიის გადატანა, ტურბულენტობის წარმოქმნა, ნაწილაკების აჩქარება და ა.შ. სემინარზე/მოხსენებაში საუბარი იქნება არაერთგვაროვნების მიერ წარმოქმნილ ტალღებზე და იმ ფორმალიზმზე/მეთოდზე რომლეიც გამოყენებული იქმნა ამ ტალღების აღსაწერად. ამ ფორმალიზმა/მეთოდმა საშუალება მომცა განმეხილა უფრო კონპლექსური სურათი ტალღების და გარემოს ურთიერთობისა და აღმეწერა რამოდენიმე პროცესი რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მზის, მაგნეტოსფერის, იონოსფერის და ლაბორატორიული პლაზმის დინამიკაში.