ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-04-03

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „გეოპლანტი“ - ჩაის ქართული ბრენდი „გურიელი“ წარმოგიდგენთ სტუდენტურ კონკურსს „მისია 2012“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „გეოპლანტი“ - ჩაის ქართული ბრენდი „გურიელი“ წარმოგიდგენთ სტუდენტურ კონკურსს

„მისია 2012“

გახდით კომპანიის ვირტუალური მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი, შექმენით ეფექტური სამოქმედო სტრატეგია, გაიმარჯვეთ კონკურსში და განახორციელეთ თქვენი იდეები ჩვენთან ერთად. „მისია 2012“ თქვენი შანსია დასახოთ და მიაღწიოთ წარმატებას.

კონკურსი ჯგუფურია (3-5 სტუდენტი) და მასში მონაწილეობის მიღება სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება:


I ტური: დაგეგმეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. ნაშრომი უნდა მოიცავდეს კონცეფციას, კონკრეტულ აქტივობებს, ღონისძიების პრეკამპანიას და რეკლამირების გზებს.

ნაშრომები მიიღება 3 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით საკონკურსო ელ.ფოსტაზე: misia@tsu.ge

შიდაშესარჩევი ჟიური გამოავლენს 5 ფინალისტ გუნდს.

II ტური - ფინალისტ გუნდებს პარტნიორი ბრენდი - გურიელი სთავაზობს კონკრეტულ დავალებას, რომელიც განსაზღვრულ დროში უნდა განხორციელდეს.
ფინალისტები მოინახულებენ კომპანიის საწარმოს გურიაში, გაეცნობიან ქართული ჩაის ისტორიას, მისი წარმოების ტექნოლოგიას და თავად მიიღებენ მონაწილეობას წარმოების პროცესში.
ფინალური ნაშრომების შექმნის პროცესში კონკურსანტებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ სპეციალურად მათთვის მომზადებულ სემინარებს და კონსულტაციებს.
ფინალისტი გუნდებიდან სამ საუკეთესოს კომპედენტური ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულ სამეულს ფულადი პრემია გადაეცემა:

ტელ:2 22 23 91 ვებ.გვერდი: http://www.tsu.edu.ge/http://geoplant.ge/ Facebook: მისია

Print

« იხ. ყველა სიახლე