2012-04-19

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი


2012 წლის 19 აპრილს,  11.00 საათზე   კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი თემაზე:

ცოდნის ინჟინერია : ქვანტური მიდგომა (Knowledge Engineering: Quantum Approach)

მომხსენებელი: პროფ. მანანა ხაჩიძე

მისამართი: თსუ  XI კორპუსი, აუდიტორია 204

მოკლე ანოტაცია
ხელოვნურ ინტელექტში ფართოდ გამოიყენება ქვანტური მოდელები. ქვანტური მექანიკის მათემატიკური საფუძვლები საშუალებას იძლევა განსაკუთრებით კარგად მიუდგეს ის კოგნიტური ინფორმატიკის ამოცანებს, როგორიცაა: კონცეპტუალური ანალიზი, სწავლება და ინფორმაციის მოძიება (Information Retrieval).
კონცეპტის ფორმირებისა და სწავლების, აგრეთვე ინფორმაციის ძიებაში ქვანტური მეთოდები, კონტექსტუალობა(contextuality) და entanglement , ინტერფერენცია, ქვანტური რანჟირების პრინციპი და კონცეპტის სემანტიკური მსგავსობის ზომა შეიძლება განმარტებული იქნას ქვანტური მეთოდების გამოყენებით. სტატიაში განხილულია ქვანტური ინფორმატიკის გამოყენებითი ასპექტები, ქვანტურ ურთიერთქმედებების გამოყენებით განხილულია კონცეპტების ფორმირების და მათი შედარების საკითხები ინფორმაციის ძებნის ამოცანებში( IR). (Information Retrieval).

Print

« იხ. ყველა სიახლე