2018-04-02

სტიპენდიების მოსაპოვებელი კონკურსი ფოლკსვაგენის ფონდისა და რუსთაველის ფონდის მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „რეგიონალური სადოქტორო პროგრამა თეორიულ ფიზიკასა და ნაწილაკების ექსპერიმენტალურ ფიზიკაში“


სადოქტორო პროგრამის გრანტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი დოქტორანტის ორი სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს აღნიშნული სპეციალობით. კვლევასთან ერთად, სადოქტორო პროგრამაში მონაწილე დოქტორანტებს ჩაუტარდებათ ლექციები ფიზიკის თანამედროვე საკითხებზე, რომლებსაც წაიკითხავენ როგორც ქართველი, ასევე გერმანელი მეცნიერები პროექტის მონაწილე პარტნიორი უნივერსიტეტებიდან. გარდა ამისა, დოქტორანტებს საშუალება ექნებათ, სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას დროის გარკვეული ნაწილი გაატარონ ბონისა და ზიგენის უნივერსიტეტებში ან იულიხის კვლევით ცენტრში, და სადოქტორო ნაშრომი ამ უნივერსიტეტებში დაიცვან. ასევე გათვალისწინებულია დოქტორანტების რეგულარული მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებსა და სეზონურ სადოქტორო სკოლებში.

დასწრება პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ნებისმიერ სალექციო კურსზე, სეზონურ სადოქტორო სკოლაზე, თუ ნებისმიერ სხვა ღონისძიებაზე თავისუფალია და ხელმისაწვდომია როგორც დოქტორანტებისათვის, ასევე მაგისტრებისთვის.

კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტს სტიპენდიას გადაუხდის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სადოქტორო პროგრამის ადგილობრივ პროგრამულ კომიტეტთან შეთანხმებით, სტიპენდიის ზედა ზღვარი შეადგენს 600 ევროს ექვივალენტს ლარებში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტმა ელექტრონული ფოსტით მისამართზე mirian.tabidze@tsu.ge უნდა გამოაგზავნოს  ინგლისურ ენაზე შემდეგი 3 დოკუმენტი: სამოტივაციო წერილი, cv და ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი. საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა არის ა.წ.  9 აპრილი, 18:00. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სადოქტორო პროგრამის ადგილობრივი პროგრამული კომიტეტის წევრს მირიან ტაბიძეს: mirian.tabidze@tsu . ge, ტელ: 577 665598       

Print

« იხ. ყველა სიახლე