2016-03-29
ზარა ბაღდასარიანის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
2016 წლის 11 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის ზარა ბაღდასარიანის (სადოქტორო პროგრამა ფიზიკა) სადისერტაციო ნაშრომის:
"მცირე კუთხეებზე ნუკლონ-ნუკლონური დრეკადი გაბნევის შესწავლა ANKE სპექტრომეტრის გამოყენებით" საჯარო დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ჰანს შტროერი – კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორი,იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი
ნოდარ ლომიძე – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,
თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
ჩატარების ადგილი: გერმანია, კიოლნის უნივერსიტეტი
« იხ. ყველა სიახლე