2016-04-08
სტუდენტთა მესამე ვორკშოპი ქიმიის მიმართულებაზე
ქიმიის მიმართულებაზე სტუდენტთა მესამე ვორკშოპი 20 აპრილის ნაცვლად ჩატარდება 11 მაისს.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ქიმიის მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სასწავლო პროგრამების სტუდენტებს.
მონაწილეობისათვის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
1. მომხსენებლის სახელი, გვარი, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2. მოხსენების დასახელება.
3. მეცნიერ–ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური თანამდებობა, ან სამეცნიერო ხარისხი.
რეგისტრაცია: 2016 წლის 17 აპრილამდე მარინა ქარჩხაძესთან
marina.karchkhadze@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე