2015-08-26
იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის შემდეგ ნაკადში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ
ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის (ვისაც უკვე დახურული აქვს მინიმუმ 6 სემესტრი), მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს და 2013, 2014 და 2015 წლის ნებისმიერი საფეხურის კურსდამთავრებულებს, ვისაც აქვს GPA 3.0 და მეტი ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული მინიმუმ B (81-90% - ძალიან კარგი).
საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნით, წელს რეგისტრაციის წესები შეცვლილია: სტაჟირებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა უნივერსიტეტს უნდა მისცენ წერილობითი თანხმობა, რომ მათი მონაცემები გადაეცეს საჯაროს სამსახურის ბიუროს. ამიტომ, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველები ა.წ.
11 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა გამოცხადდნენ თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში (თსუ II კორპუსი, პირველი სართული, ოთახი #103) და შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული საგანგებო ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ვებ-გვერდი: http://stajireba.gov.ge
ან დაუკავშირდით პროგრამის ცხელ ხაზს:
ტელ: 2197755, ელ- ფოსტა: info@csb.gov.ge
თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი:
თსუ II კორპუსი, #103.
ტელ: 2294565, ელ-ფოსტა: career@tsu.ge
სამუშაო საათები: 9:00 – 18:00, შესვენება: 13:00 – 14:00
საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები და კრიტერიუმები, ხელმისაწვდომია ბმულზე:
« იხ. ყველა სიახლე