2011-09-07

სამეცნიერო სემინარი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოეფექტური ტექნოლოგიების ფუნდამენტური კვლევების ს/კ ინსტიტუტში

2011 წლის 12 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ბიოეფექტური ტექნოლოგიების ფუნდამენტური კვლევების ს/კ ინსტიტუტში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი.....

მოხსენებას წაიკითხავს საქართველოს ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი  ვლადიმერ ვასილის ძე კუზნეცოვი.
 მოხსენების თემა: “გენეტიკურად მოდიფიცირებული სასოფლო–სამეურნეო კულტურები და მათ საფუძველზე დამზადებული საკვები პროდუქტები, ეკოლოგიური და აგროტექნიკური რისკები”.

დასაწყისი 15.00,  მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ.13  
თსუ     XI  კორპუსი,  ოთახი  №205



ბიოეფექტური ტექნოლოგიების ფუნდამენტური
კვლევების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი,
ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი    დ.ძიძიგური
Print

« იხ. ყველა სიახლე