2011-02-18
საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო ცენტრის შექმნა უცხოეთის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების გამოცდილების გათვალისწინებით.
კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
ფონდში საკონკურსო მასალების წარდგენა შესაძლებელია 2011 წლის 1 თებერვლიდან
2011 წლის 1 მარტის ჩათვლით, სამუშაო დღეებში, 10:00-18:00 საათამდე.
აღნიშნული ვადის შემდგომ წარმოდგენილი პროექტები საკონკურსოდ არ განიხილება.
საინფორმაციო წყარო:
www.rustaveli.org.ge
« იხ. ყველა სიახლე