2014-09-04

ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები კომპიუტერული მეცნიერებებისა და ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის!



ჩეხეთის მთავრობა აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მისაღებად ჩეხეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სასწავლებლად. სტიპენდიები გაიცემა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ინგლისურ ენაზე, ან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩეხურ ენაზე 2-დან 4 წლამდე ხანგრძლივობით. ინგლისურ ენაზე შემოთავაზებული პრორგამების სია მოიცავს:

სამაგისტრო პროგრამები
•    სისტემური ინჟინერია და ინფორმატიკა (პრაღის უნივერსიტეტი)
•    გამოყენებითი ინფორმატიკა (ბრნოს  უნივერსიტეტი)
•    ეკოლოგია და გარემოს დაცვა (ოლომოუნიკის უნივერსიტეტი)

სადოქტორო პროგრამები
•    კომპიუტერული მეცნიერებები (ოლომოუნიკის უნივერსიტეტი)
•    საინჟინრო ინფორმატიკა (ჟლინის ტომას ბატას უნივერსიტეტი)

სტიპენდიის ყოველთვიური რაოდენობა შეადგენს 505 ევროს სამაგისტრო და 540 ევროს სადოქტორო პროგრამებისათვის. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმციისათვის იხილეთ: registr.dzs.cz/registr.nsf/dispozice_eng_2014.pdf
რეგისტრაციის მისამართი: http://registr.dzs.cz/registr.nsf

Print

« იხ. ყველა სიახლე