2012 წელიც წარმატებული გამოდგა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო მათემატიკური ინტერნეტ ოლიმპიადის სუპერფინალის მონაწილე სტუდენტებისათვის.
ოლიმპიადის სუპერფინალი გაიმართა ა.წ. 11 - 13 სექტემბერს არიელის (ისრაელი) უნივერსიტეტში. ოლიმპიადაში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 14 გუნდი, სულ 70 სტუდენტი. ქართველმა სტუდენტებმა სუპერფინალზე მიწვევა გუნდურ და პირად ფინალში მიღწეული შედეგების გამო დაიმსახურეს.
გათამაშდა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი. ჩვენმა სტუდენტებმა ალექსანდრე ლომაძემ და ბექა ერგემლიძემ დაიმსახურეს ვერცხლის მედლები. დანარჩენმა ორმა მონაწილემ ნიკა სალიამ და მიხეილ მებონიამ - შესაბამისად მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები.
გუნდურ ასპარეზობაში გათამაშებული სამი მედლიდან (1 ოქრო 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო) საქართველოს გუნდმა ბრინჯაოს მედალი აიღო.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ დიდ გამარჯვებას და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებთ!