2011-06-20

II საერთაშორისო კონფერენცია ორგანულ ქიმიაში "ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიის მიღწევები"(GeoHet -2011)

II საერთაშორისო კონფერენცია ორგანულ ქიმიაში  ‘’ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიის მიღწევები"(GeoHet-2011)”  ჩატარდება 2011 წლის 25-27 სექტემბერს სასტუმროში  “D-პლაზა”, თბილისი.

კონფერენცია ტარდება რუსთაველის ფონდის ფინანსური ხელშეწყობით - საკონფერენციო გრანტი  CF/21/6-420/11   28.04.11,    საგრანტო ხელშეკრულება 06/05.

გრანტის მიმღები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენციის ორგანიზატორები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

თანამონაწილე ორგანიზაციები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია.

კონფერენციაზე განხილული იქნება როგორც ჰეტეროციკლების, ასევე ორგანული ქიმიის სხვა მიმართულებით მიღებული სამეცნიერო შედეგები.
კონფერენცია ითვალისწინებს პლენარულ, ზეპირ და პოსტერულ მოხსენებებს.
Print

« იხ. ყველა სიახლე