2019 წლის 10 აპრილს (ოთხშაბათს) 15:00 საათზე თსუ მეორე კორპუსის 227-ე აუდიტორიაში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის "ფიზიკა", მიკრო და ნანოელექტრონიკის მოდულის
დოქტორანტის ნინო ფონჯავიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა.
დისერტაციის სათაური: " ოქროსა და ვერცხლის ნანონაწილაკებით დოპირებული თხევადკრისტალური და პოლიმერული სტრუქტურების მიღება და კვლევა"
დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი გია პეტრიაშვილი