ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-04-23

სტუდენტთა საყურადღებოდ! რენდის კორპორაციული სადოქტორო სკოლის (კალიფორნია, აშშ) წარმომადგენელთა საინფორმაციო შეხვედრა თსუ-ში

 

 

 

 

26 აპრილს,   15.00 საათზე ივ ანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რენდის კორპორაციული სადოქტორო სკოლის   (კალიფორნია, აშშ) და თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელი თამარ კოვზირიძე თსუ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

რენდის სადოქტორო სკოლ აში სწავლა შეუძლია ნებისმიერ სფეროში ბაკალავრის (მაგისტრის) ხარისხის მფლობელს, არ არის ასაკობრივი შეზღუდვა. სტატისტიკის თანახმად, რენდის სადოქტორო სკოლის სტუდენტთა ასაკობრივი ზღვარი 22-46 წელია.

ჩარიცხულთა სტატისკური მონაცემები:

რენდის პროგრამაში განაცხადი შეიტანეს: ეკონომიკისა და ბიზნესის (30%), ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა (26%), საბუნებისმეტყველო (13%), მათემატიკის (12%) და საინჟინრო (11%) ფაკულტეტების კურსდამთავრებულებმა.

აპლიკანტებმა, რომლებიც ფლობენ ბიზნეს ადმინისტრების, ეკონომის, განათლების, საინჟინრო, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის, მათემატიკის, სამედიცინო, საჯარო ადმინისტრაციის, საჯარო ჯანდაცვისა და საჯარო პოლიტიკის დიპლომებს.

           რენდის პროგრამის   სტუდენტების 30% არ ფლობენ   მაგისტრის ხარისხს.

 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი)

 

Print

« იხ. ყველა სიახლე