ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-07-06

კომპიუტერულ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ჯგუფური პროექტების საჯარო პრეზენტაცია

2010 წლის 12 ივლისს 15:00 სთ  თსუ II კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში დაგეგმილია კომპიუტერულ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული იმ ჯგუფური პროექტების საჯარო პრეზენტაცია, რომელთა დანერგვა/გამოყენება და კომერციული რეალიზაცია  შესაძლებელია. ეს პროექტებია:

  1. სასწავლო პროცესის მართვის სისტემა  - ხელმძღვანელი მანანა ხაჩიძე

  2. „კორპორაციის“ ოფისის გუნდური მართვის მოდელი - ხელმძღვანელი ჯულიეტა გაგლოშვილი

  3. სადაზღვევო კომპანიის გაკოტრების რისკების შეფასების სიმულაციური სისტემა - ხელმძღვანელი გია სირბილაძე

  4. ინტენეტ მაღაზიის დაპროგრამება  - ხელმძღვანელი დავით კორახაშვილი


სასწავლო პროცესის მართვის სისტემა

პროექტი შედგება ორი ნაწილისაგან სასწავლო პროცესის მართვის სისტემა და ფაკულტეტის ვებ გვერდი.

სასწავლო პროცესის მართვის სისტემა

სასწავლო პროცესის მართვის სისტემა წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოხდეს სასწავლო პროცესის ავტომატიზაცია.

სისტემა მულტიპლათფორმულია, როგორც კლიენტის ასევე სერვერის მხარესაც. სისტემა აერთიანებს სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებს: სტუდენტი, ლექტორი, ადმინისტრატორი და ა.შ. თითოეული მომხმარებელისათვის სხვადასხვა უფლებებია განსაზღვრული. თითოეული მომხმარებლის იდენტიფიკაცია ხდება პირადი ნომრისა და ინდივიდუალური პაროლის საშუალებით.

საწყის ეტაპზე ხდება სისტემაში ფაკულტეტებისა და პროგრამების შექმნა, სასწავლო პროცესის სემესტრების რაოდენობისა და ვადების მითითება. სტუდენტისა და ლექტორის პირადი ანკეტის ფორმირება. ანკეტის ფორმირება შესაძლებელია დინამიურად, მასში შემავალი მონაცემების რაოდენობა შეუზღუდავია. მთავარი ადმინისტრატორი ახდენს უნივერსიტეტში ჩარიცხულ ან გადმოსულ სტუდენტთა საწყის რეგისტრაციას, მათ შესახებ ინფორმაციის სისტემაში ასახვას. სისტემაში სტუდენტები დაყოფილია სამ ნაწილად: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებად. სისტემა ასევე მოიცავს სტუდენტის საგანზე რეგისტრაციას, რომელიც ხდება იმის გათვალისწინებით სტუდენტი რამდენად აკმაყოფილებს ამ საგნის წინაპირობებს. სტუდენტს  სისტემა ატყობინებს მიზეზს, რის გამოც არსებულ საგანზე დარეგისტრირება შეუძლებელია. სისტემა უზრუნველყოფს ასევე ლექტორების დამატებასაც, მათ შესახებ ინფორმაციის შენახვას.  ლექტორები დაყოფილია შემდეგი ორი კრიტერიუმის სახით: ძირითადი და მოწვეული. ლექტორს საშუალება აქვს ნახოს მის საგანზე რეგისტრირებული სტუდენტების ინფორმაცია და  შეიყვანოს ამ საგანში სტუდენტის შეფასება. მას აქვს ასევე შესაძლებლობა დაამატოს საგნის დამხმარე ლიტერატურა, ასევე აწარმოოს მიმოწერა სტუდენტებთან, შეატყობინოს მათ რაიმე სიახლის შესახებ. საგნების სიის ფორმირებას ახდენს ადმინისტრატორი. შესაძლებელია ყოველ საგანზე მოხდეს სხვადასხვა სახის წინაპირობების მიბმა. წინაპირობებში ხდება შემდეგი კრიტერიუმების განსაზღვრა: საგანზე ადგილების რაოდენობა, საგნის განმეორებით მოსმენა, წინა სემესტრისა და ჯამური კრედიტების მინიმალური რაოდენობა, საგნები რომლებიც უნდა ჰქონდეს გავლილი სტუდენტს, გამოცდისა და ჯამური ქულების მინიმალური რაოდენობა. სისტემას აქვს საშუალება სხვადასხვა კრიტერიუმებით სტუდენტების, ლექტორების, საგნების  სიების ფორმირებისა. მომხმარებლის ყველა ქმედება ინახება ლოგებში.

პროგრამული კოდი დაწერილია დაპროგრამების ენა PHP–ზე და ასევე იყენებს მონაცემთა ბაზას MySQL. ორივე პროდუქტი ვრცელდება უფასოდ და მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფასიან, ასევე უფასო პლათფორმაზეც.


ფაკულტეტის ვებ გვერდი


ვებ გვერდის დანიშნულებაა მოახდინოს ფაკულტეტის პოპულარიზაცია, საზოგადოებას გააცნოს არსებული სიახლეები და უკვე განხორცელებული პროექტები, ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობის ასახვა.

ვიზუალურად ვებ გვერდი არ არის ამოვარდნილი უნივერსიტეტის ვებ გვერდის საერთო კონტექსტიდან. გაფორმებულია გალერეებით, რომელთა ფორმირებაც დინამიურადაა შესაძლებელი. თითოეულ სურათს აქვს თავისი კომენტარი, ან აღწერა რა არის გამოსახული სურათზე. ყოველი ახალი გალერიის ფორმირებისას, ძველი გადადის არქივში.

ვებ გვერდზე ასევე არის სიახლეების დამატება, რომელსაც ადმინისტრატორი დინამიურად ამატებს. ასევე ყველა ტექსტის ცვლილება შესაძლებელია დინამიურად. ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი არის კალენდარი, სადაც ნაჩვენებია თუ რა ღონისძიებებია ფაკულტეტზე უკვე ჩატარებული და მომავალში რა იგეგმება.

ასევე ვებ გვერდს აქვს ადმინ პანელი, საიდანაც ხდება სიახლეების, გალერეების ფორმირება, სტატიების ცვლილება.

ვებ გვერდი დაწერილია დაპროგრამების ენა PHP–ზე და ასევე იყენებს მონაცემთა ბაზას MySQL. ორივე პროდუქტი ვრცელდება უფასოდ და მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფასიან, ასევე უფასო პლათფორმაზეც.

„კორპორაციის“  ოფისის გუნდური მართვის მოდელი

პროექტი მოიცავს ნაწილ სისტემას: კომპიუტერული ლაბორატორიების მართვის მონაცემთა ბაზა - ვებ. აპლიკაცია; კომპიუტერული ლაბორატორიების მართვის მონაცემთა ბაზა - სამაგიდო აპლიკაცია; კლავიატურაზე ათი თითით ბეჭდვის ქართული ტრენაჟორ - ტუტორიალი, სამაგიდო აპლიკაცია.

კომპიუტერული ლაბორატორიების მართვის მონაცემთა ბაზა - ვებ. აპლიკაცია;

პროგრამა შეიქმნა ფაკულტეტის კომპიუტერული ლაბორატორიების ავტომატიზირებული მართვის მიზნით. ახდენს ლაბორატორიების ინვენტარიზაციას, (კომპიუტერები, ავეჯი, პროექტორები და სხვა)  კომპიუტერების პასპორტიზაციას,  როგორც აპარატურული ისე პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისით და მოიცავს სასწავლო განრიგის შევსებისა და კონტროლის მექანიზმებს.  პროგრამას თან ახლავს მცირე ზომის პროგრამა, რომელიც ახდენს კომპიუტერის პასპორტიზაციას და შედეგის ბაზაში ატვირთვის საშუალებას იძლევა.  პროგრამა არის ვებ. ინტერფეისით და ატვირთული იქნება უნივერსიტეტის ჰოსტზე. პროგრამით შეიძლება დავაინტერესოთ საჯარო სკოლები და სხვა უმაღლეს სასწავლებლები. პროგრამა გადის ტესტირებისა და დანერგვის ეტაპებს.

კომპიუტერული ლაბორატორიების მართვის მონაცემთა ბაზა - სამაგიდო აპლიკაცია;

ეს პროგრამა იგივე დანიშნულებისაა, მხოლოდ სამაგიდო აპლიკაციაა და ინტერფეისი არის სტანდარტული, მრავალფანჯრიანი. პროგრამა გადის ტესტირების ეტაპს.

კლავიატურაზე ათი თითით ბეჭდვის ქართული ტრენაჟორ - ტუტორიალი, სამაგიდო აპლიკაცია.

ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. პროგრამა შეიქმნა კომპიუტერული უნარების კურსისთვის. პროგრამით შეიძლება დავაინტერესოთ საჯარო სკოლები და სხვა უმაღლეს სასწავლებლები. პროგრამა დახვეწის ეტაპზეა.


სადაზღვევო კომპანიის გაკოტრების რისკების შეფასების სიმულაციური სისტემა

რთული სისტემის სტოქასტურ–სიმულაციური მოდელირების ინსტრუმენტების გამოყენებით შექმნილია პროგრამულ უზრუნველყოფა–სისტემა, რომელიც კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის ისტორიული მონაცემთა ბაზის გამოყენებით შექმნის გაკოტრების რისკების (ალბათობის და სახვა პარამეტრების)  შეფასების  ვიზუალურ გარემოს მომხმარებლისთვის.

პროგრამული უზრუნველყოფა–სისტემა, სადაზღვევო კომპანიის რისკების შეფასების დეპარტამენტს გაუკეთებს მხარდაჭერას :
  1. არსებული მონაცემების ბაზაზე მრავალ–პოლისიანი მუშაობის შედეგად შესაძლო გაკოტრების პარამეტრთა შეფასებას ;
  2. სიმულაციური სისტემა უზრუნველყოფის ახალი პოლისების პორტფელის შექმნის პრობლემატიკაში მოთხოვნების ოპტიმიზაციის ბაზაზე მაღალი დასაჯერობის სცენარების ფორმირებას.

ინტენეტ მაღაზიის დაპროგრამება

   განხორციელდა ელექტრონული მაღაზიის პრაქტიკაში დანერგილი და გავრცელებული სისტემის ვებ სერვერზე ინსტალაცია, დაკონფიგურირება და ქვეპროგრამების შექმნა:
  1. მონაცემთა ბაზის შექმნა კონკრეტული მაღაზიის სასაწყობო მარაგების მიხედვით;
  2. მონაცემთა ბაზის ექსპორტირება Excel-დან MySql-ში;
  3. მონაცემთა ბაზების სინქრონიზაციის პროგრამის შექმნა;
  4. პროდუქციის ფოტოებისა და დახასიათების მონაცემთა ბაზის შექმნა;
  5. სისტემის გაქართულება;
  6. რედიზაინი;
  7. სისტემის დაცვა ჰაკერებისაგან;
  8. ქართუ ბანკის პლასტიკური ბარათებით გადახდის ონლაინ სისტემის ქვეპროგრამის მიერთება აღნიშნულ მაღაზიასთან.
აგრეთვე შეიქნმა სანატორიუმების, კურორტებისა და სასტუმროების ოთახების დაჯავშნის სისტემა:
  1. შემუშავდა მომხმარებლისთვის თვალსაჩინო და პრაქტიკული მონაცემთა ბაზა;
  2. შეიქმნა დაჯავშნის სისტემის ვებ გვერდი;
  3. შეიქმნა ადმინისტრაციის პანელი;
  4. ქართუ ბანკის პლასტიკური ბარათებით გადახდის ონლაინ სისტემის ქვეპროგრამა მიუერთდა აღნიშნულ სისტემას.
პროექტის რეალიზაციის შედეგად შეიმნა პროგრამული პაკეტები, რომელითაც დაინტერესებულია როგორც პროდუქციის, ასევე მომსხაურების რეალიზაციის ბიზნესის წარმომადგენლები.
Print

« იხ. ყველა სიახლე