ა.წ. 24 თებერვალს, 12.00 სთ–ზე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტში ჩატარდება სამეცნიერო გრანტის -
„დღე-ღამური რიტმის დარღვევითა და იზოლირებით გამოწვეული სტრესის პირობებში ენერგეტიკული მეტაბოლური ცვლილებები და მათი პრევენციის შესაძლებლობები”
ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო-კვლევების შემაჯამებელი ანგარიშის საჯარო განხილვა.
გრანტი (# GNSF/ST08/2-375) დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ბიოლოგიის დეპარტამენტის ბიოქიმიის მიმართულების სრული პროფესორი ნანა კოშორიძე
მისამართი: თსუ XI კორპუსი, ოთახი 530–531.