2012 წლის 28 თებერვალს, 15 საათზე, გეოლოგიის დეპარტამენტში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი თემაზე:
"კვლევის თანამედროვე მეთოდები პეტროლოგიასა და აქეომეტალურგიაში".
მომხსენებელი: სერგო ნადარეიშვილი (დოქტორანტი)
მისამართი: თსუ, XI კორპუსი, ოთახი 428
მოხსენების რეზიუმე
მერისის მადნიანი ველის აღწერა მოიცავს მინერალთა დახასიათებას მათი ზომის, კრისტალოგრაფიული ფორმის, ქიმიური შედგენილობის, შეზრდის, მორფოლოგიის, ტექსტურული პოზიციის და სხვა პარამეტრების მიხედვით. ტრადიციულ მიკროსკოპულ და პეტროგეოქიუმიურ კვლევებთან ერთად, გამოიყენებულია რენტგენული დიფრაქციისა და ელექტრონული მიკროსკოპიის კვლევის თანამედროვე მეთოდები, რაც საკვლევი მასალის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ზუსტი განსაზღვრის საშუალებას იძლევა. გამოყენებულია ასევე იზოტოპური და რენტგენული ფლუო-რესცენსიის მეთოდები, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ არქეომეტალურგიაში არტეფაქტების წარმომავლობის შესწავლაში.